"ბორის ბერეზოვსკის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს ანტიქრისტეს პარტია შექმნას და თანაც, ამ პოსტზე კენჭი იყაროს" - აღნიშნული განცხადება მოსკოვის
საპატრიარქოს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დეკანოზმა ჩაპლინმა გააკეთა.
ჩაპლინმა ბერეზოვსკის აპოკალიფსის წაკითხვა ურჩია და განაცხადა, რომ ბიზნესმენი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია და შეუძლია "ცრუ სასწაულების მოხდენა" ისწავლოს.
ჩაპლინის აზრით, ანტიქრისტე ისტორიულად უნიკალური ფიგურაა და ამ პოსტზე პრეტენდენტი "ძალიან შორს უნდა წავიდეს იმ გზაზე, რომელზეც ბორის აბრამოვიჩს სხვების წაყვანა სურს".
ბერეზოვსკიმ თავის ბლოგზე რუსეთში "ქრისტიანულ-დემოკრატიული რევოლუციური პარტიის" შექმნის სურვილის შესახებ განაცხადა და ოპოზიციას პირველ რიგში არსებული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ურჩია.

















