"სპრავედლივაია რასიას" ლიდერი სერგეი მირონოვი რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გაპრემიერების წინააღმდეგია.
მირონოვმა "ინტერფაქს" განუცხადა, რომ ის სასტიკად არ ეთანხმება მედვედევის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
"ეს ძალზე საკამათო და განსახილვევლი საკითხია" - ხაზგასმით აღნიშნა მირონოვმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ინაუგურაციის შემდეგ ის პრემიერ-მინისტრის სკამს მედვედევს დაუთმობს. ინაუგურაცია 7 მაისს იგეგმება.

















