კუბის პოლიციამ ჰავანაში ოპოზიციონერი აქტივისტები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
დაკავებულთა უმრავლესობა საპროტესტო მოძრაობის "ქალები თეთრებში" წევრია. მათი ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.
აქტივისტები პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ჰავანის ქუჩებში ყოველკვირეულ მდუმარე სპროტესტო მსვლელობას აწყობდნენ.
მოძრაობის წევრების განცხადებით, ბოლო პერიოდში კუბის კომუნისტურმა ხელისუფლებამ მათზე ზეწოლა გააძლიერა.
ოფიციალური ჰავანა აცხადებს, რომ "ქალები თეთრებში" ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ კუბის ხელისუფლების დამხობის მიზნით ფინანსდება.
ერთ კვირაში კუბაში რომის პაპის ბენედიქტე XVI-ის ვიზიტი იგეგმება.

















