ავღანეთში 16 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი ჯარისკაცის ქვეყნიდან გაყვანის გამო "თალიბანის" წარმომადგენლები აღშფოთებას გამოთქვემენ.
"ჩვენ გვინდა, რომ ის ავღანეთში ისლამური კანონების მიხედვით გაასამართლონ" - განაცხადა "ბიბისი"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "თალიბანის" წარმომადგენელმა.
ამერიკის ოფიციალური პირების ცნობით, მკვლელობა რობერტ ბეილსმა ჩაიდინა, რომელიც ამჟამად კანზასის სამხედრო ციხეში იმყოფება. ამ ინციდენტმა ამერიკასა და ავღანეთს ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაძაბა.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა "დასარულს უახლოვდება". ამერიკაში ავღანეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამერიკული მხარის გამოძიებას ნდობას უცხადებს.

















