გერმანელმა კანონმდებლებმა ხმათა უმრავლესობით 72 წლის იოაკიმ გაუკი ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.
პარლამენტის სპიკერის,ნორბერტ ლამმერტის თქმით, გაუკმა 1 232 ბიულეტენიდან 991 ხმა მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა 73 წლის ჟურნალისტმა ბეატ კრასფელდმა კი - 126 ხმა.
ახლი პრეზდენტი გერმანიის პარლამენტის სპეციალურმა ასამბლეამ აირჩია.
გერმანიის ყოფილმა პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა თანამდებობა კორუფციული სკანდალის გამო დატოვა. ამჟამად იგი მონასტერში იმყოფება, მის საქმეს კი - პროკურატურა იძიებს.

















