ტელეცენტრ "ოსტანკინოსთან" ტელეარხ "ენტევე-ს" "ურცხვი ტყუილების წინააღმდეგ" არასანქცირებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ სააგენტო "ლენტა.რუ" იუწყება.
საგენტოს ინფორმაციით, თავდაპირველად აქციაში სამართალდამცავები არ ჩარეულან, თუმცა, შემდეგ მათ "მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორი სერგეი უდალცოვი, "ლურჯი თაიგულების საზოგადოების" აქტივისტი დანილ ლინდელე და ათამდე მოქალაქე დააკავეს.
მოგვიანებით კი - პარტია "ეროვნული თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვიც დაიჭირეს.
"ენტევე-ს" წინააღმდეგ პროტესტის მიზეზი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ფილმი "პროტესტის ანატომია" გახდა. ფილმი რუსეთის დუმის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზეა გადაღებული. ავტორთა ვერსიით, მრავალათასიან მიტინგებში "დაქირავებული მასა" მონაწილეობდა. მათ ლუჟნიკის მოედანზე გამართულ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ მიტინგში ოპოზიცია პროვოკატორების დაქირავებაშიც დაადანაშაუეს.
რუსული მედიის ცნობით, ფილმმა "პროტესტის ანატომია" მოსახლეობის უკმაყოფილება ბლოგებსა და სოციალურ ქსელებშიც გამოიწვია.

















