ვლადივასტოკში ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის სადენები დააზიანა, რამაც სადენების აფეთქება გამოიწვია.
ავარიის შედეგად ენერგოდაცვის სისტემა გაითიშა და საკაბელო ტელევიზიის ხაზებიც დაზიანდა, რის გამოც ქალაქის ცენტრში მდებარე საკაბელო ტელევიზიის სტუდიას შუქი გაეთიშეა. გამოირთო ქალაქის სარეზერვო 110 კილოვატიანი ქვესადგურიც, რომელიც ცენტრალურ ნაწილს ამარაგებდა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება 1 საათში განახლდა, ხოლო მთლიანად ენერგომომრაგების აღდგენას 4 საათიანი სამუშაოები დასჭირდა.

















