კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) მეამბოხეების მიერ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 კოლუმბიელი დაიღუპა.
ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
შემთხვევა კოლუმბიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ვენესუაელას საზღვართან მოხდა. სამხედროებს მეამბოხეები თავს მაშინ დაეხნენ, როდესაც ისინი დედაქალაქ ბოგოტოდან 400 კილომეტრის დაშორებით, კოლუმბია-ვენესუელას საზღვართან საპატრულო შემოვლას აწარმოებდნენ.
"ბიბისი"-ს ცნობით, მეამბოხეების მხრიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმებიდან, ეს ყველაზე მძიმე იყო. გასული წლის ოქტომბერში კოლუმბიელმა მეამბოხეებმა ორი თავდასხმის შედეგად 20 ჯარისკაცი მოკლეს.
FARC-ის დაჯგუფება მემარცხენე რადიკალური იდეოლოგიის მატარებელია. ისინი კოლუმბიის ხელისუფლებასთან ბრძოლას 1964 წლიდან აწარმოებენ. ფორმირებულ დაჯგუფებაში შემავალი მეამბოხეების რიცხვი 8 000-ს აღწევს. კოლუმბიამ, აშშ-მა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო.

















