სომხეთის თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო ექსპერტები იმყოფებიან.
ექსპერტები სომხეთს შეიარაღებული ძალებს საკადრო მართვისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევენ.
უცხოელი სტუმრები თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა მიიღო. შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა სომხეთში კეტრინ ჯეინ ლიჩმა და ამერიკის ელჩის მოადგილემ ბრიუს დონაჰიუმ მათი ქვეყნების მხრიდან სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს.

















