მოლდოველმა პარლამენტარებმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.
მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტომოფტი გახდა, რომელიც ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
როგორც ცნობილია, პოლიტიკური შეუთანხმებლობის გამო, 2009 წლიდან მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მართავდა.
ტიმოფტიმ დეპუტატთა ხმების უმრავლესობა მიიღო და ამდენად, მოლდოვამ პოლიტიკურ ჩიხს თავი დააღწია.
მოლდოვას პრეზიდენტი პროდასავლური ალიანსის კანდიდატია.

















