ქაბულში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთაგან 8 თურქი სამხედროა.
ავღანეთის მხარის ოფიციალური განცხადებით, თვითმფრინავი ქაბულის ბაგრამის რაიონში მდებარე სახლს შეეჯახა, გარდაიცვალა სახლში მყოფი ორი ადამიანიც.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ტექნიკურ პრობლემას არ გამორიცხავენ.

















