რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს რაშიდ ნურგალიევს პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილის მკვლელობის ფაქტმა, შესაძლოა, მინისტრის სავარძელი დააკარგვინოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკვშირებით შს მინისტრი სახელმწიფო სათათბიროში დაიბარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ყაზანის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ხანგრძლივი წამების - ბოთლებით მიყენებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
დამნაშავე პოლიციელთა დასჯის მოთხოვნით ყაზანის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ გახმაურდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყაზანის ერთ-ერთი განყოფილების რამდენიმე პოლიციელი დაკავებულებს ხშირად აწამებდა.

















