რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემაში საქართველოს მსგავსი რეფორმების გატარებას გეგმავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი პოლიციის გამჭვირვალე შენობების აშენებას აპირებს.
ამის შესახებ განცხადება ყაზანში ვიზიტისას რაშიდ ნურგალიევის მოადგილემ გააკეთა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც თათრეთის რესპუბლიკაში სამართალდამცველების ცემის შედეგად ერთ-ერთი დაკავებული გარდაიცვალა. მომხდარს რესპუბლიკაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

















