რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არავის სთხოვს.
"მოსკოვი კუდში არავის დასდევს და არ სთხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თავისი საგარეო პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ მსოფლიოს ქვეყნებთან" - განაცხადა ლავროვმა რუსეთის დუმაში გამოსვლისას.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარეს ლავროვმა განაცხადა - "ჩვენ მსგავსი მოლაპარაკებების თაობაზე მაშინ ვიგებდით, როდესაც ისინი უკვე დასრულებული იყო".
საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ "რუსეთი თავისი მეგობრების კეთილმოსურნეებს ყოველმხრივ დაუჭერს მხარს.
"პროცესებს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არ შეგვიძლია სუვერენული სახელმწიფოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება" - აღნიშნა ლავროვმა.

















