დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ამერიკის პრეზიდენტთან ბარაქ ობამასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სირიაში ძალაუფლების მშვიდობიან ცვლილებას მხარს
უჭერს.
"იმედგაცრუებული ვართ სირიაში მომხდარით. ის, რაც ჰომსში ხდება-საშინელებაა" - განუცხადა კემერონმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "ხალხის სურვილია ავღანეთის ომის დასრულება".
მისი განცხადებით, სავარაუდოდ 2013 წლის შუა პერიოდში, ლიდერები ავღანეთის ძალებისთვის წამყვანი ფუნქციის დაკისრების შესახებ უნდა შეთანხმდნენ.
ობამამ აღნიშნა, რომ "გასვლის დაჩქარება" არ მოხდება. შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი და ბრიტანული ძალები ავღანეთს 2014 წელს დატოვებენ.
ობამა და კემერონი დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ და ავღანეთის გარდა, სირიისა და ირანის საკითხზე ისაუბრებენ.

















