ნატო-ში რუსეთის ყოფილი წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი შესაძლოა, თავდაცვის მინისტრად დაინიშნოს.
აღნიშნულ ინფორმაციას "მოსკოვსკი კომსომოლეცი" ავრცელებს.
გამოცემა ვარაუდობს, რომ სამხედრო პოლიტიკურ უწყებაში როგოზინის გადანაცვლების შემთხვევაში, პოსტს გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი დატოვებს.
ექსპერტთა აზრით, მოქმედი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი ამ თანამდებობას ვერც პოლიტიკური და ვერც მენეჯმენტის კუთხით ვერ ერგებოდა. მათივე აზრით, ოფიციალური შეხვედრების დროს სერდიუკოვს პოლიტიკური გამოცდილება არ ჰყოფნიდა, რაც, ექსპერტების შეფასებით, როგოზინს არ აკლია.
თავად სერდიუკოვიც აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში, რეფორმების გატარების მხრივ, მასზე დაკისრებული მისია და ამოცანები ამოწურა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრაზე სერდიუკოვმა 2011 წლის ბოლოს თავად განაცხადა და განმარტა, რომ ამ დროისთვის თავდაცვის უწყებაში ყველა სტრუქტურა მოწესრიგებულია.

















