გაერო-ს მონაცმებით, სირიაში არეულობის შედეგად, ერთი წლის განმავლობაში 8 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 230 ათასი დევნილად იქცა.
ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩ"-ის ინფორმაციით, მოსახლეობის სხვა ქვეყნებში გადასვლის აღვეთის მიზნით, სირიის ჯარმა საზღვრები დანაღმა.
გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი თურქეთში სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას.
როგორც ცნობილია, 7 მაისს სირიაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

















