რუსეთის საპრეზიდეტო არჩევნების საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.
არჩევნების შედეგების განხილვასთან დაკავშირებით დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას რუსეთის ოპოზიციის ლიდერები გარი კასპაროვი და მიხეილ კასიანოვი და პარტია "იაბლოკოს" წარმომადგენლები დაესწრებიან.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ჯგუფის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათი განცხადებით, ეუთო-სა და სხვა სადამკვირვებლო მისიების წინასწარი დასკვნებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები კანონიერების სტანდარტებში არ ჯდებოდა და პროცესი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ წარიმართა.
4 მარტის არჩევნებში ხმების 63,60%-ით ვალადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. 5 მარტიდან მოსკოვში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.

















