ამერიკის შეერთებული შტატები დე-ფაქტო აფხაზეთში 10 მარტს ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ სცნობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში სპეციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, აშშ კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აშშ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის დააბრუნოს სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციაზე და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

















