ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა მშვიდობის პროპაგანდის არასტანდარტული გზა აირჩია და მუსიკალური ვიდეო-კლიპი ჩაწერა.
ვიდეორგოლში პერესი მსოფლიოს გაერთიანებისა და პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.
89 წლის პოლიტიკოსი ორნახევარი წუთის განმავლობაში რამდენიმე ფრაზას იმეორებს: "იყავი ჩემი მეგობარი, მინდა შენი ხმა გავიგო! შენ სამყაროს შეცვლი!"
სახელმწიფოს მეთაურის მუსიკალურ მიმართვას მსოფლიოს ლიდერებთან მისი შეხვედრების კადრებიც ახლავს.

















