მოძრაობა "თალიბანი" ამერიკელი სამხედროს მიერ 16 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის შურს იძიებს.
ამის შესახებ თალიბებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ტერორისტული მოძრაობის წევრები ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს "გონებაშეზღუდულ ამერიკელ ველურებად" მოიხსენიებენ.
ისლამისტების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვმია, რომ "მოძრაობა თალიბანი შურს იძიებს დამპყრობლებზე".
ავღანეთში მსახურმა ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრომ 16 მშვიდობიანი ავღანელი მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები მოკლა. მან სამხედრო ნაწილი მოულოდნელად დატოვა და მშვიდობიან მაცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნა.

















