უამინდობის გამო, ჩინეთში ახლადაშენებული ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის 300 მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა.
ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა. თუმცა, ჩინეთის ხელისუფლება მშენებლობის პროცესის უხარისხოდ წარმართვასაც არ გამორიცხავს.
მაგისტრალი ექსპლუატაციაში შესვლამდე, ბოლო შემოწმების დროს ჩაინგრა.

















