საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებში მიგრანტების რაოდენობის დასარეგულირებლად,
შენგენის ზონის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სარკოზის თქმით, შესაძლოა, საფრანგეთმა შეთანხმების წევრობაზე უარი თქვას. ამის შესახებ მან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაზე განაცხადა.
სარკოზიმ გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს, კოტ დ"ივუარისა და ლიბიის კონფლიქტების დარეგულირების საკითხში.

















