აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს "რუსეთის პატრიოტად" მოიხსენიებს.
"მიმაჩნია, რომ პუტინი სულაც არაა ამერიკის მიმართ ნეგატიურად განწყობილი. პირველ რიგში პუტინი რუსეთის პატრიოტია, რომელსაც გული შესტკივა რუსეთსა და მის ხალხზე" - განაცხადა " სი-ენ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში ექს სახელმწიფო მდივანმა .
კისინჯერის აზრით, პუტინი ძალზე გულდაწყვეტილი ჩანს მისი მისამართით გაკეთებული ნეგატიური განცხადებების გამო.
კისინჯერი სახელმწიფო მდივნის პოსტზე რიჩარდ ნიკსონისა და ჯერალდ ფორდის მმართველობის პერიოდში მუშაობდა.

















