უკრაინის კულტურის სამინისტრომ 2008 წლის ომზე გადაღებულ რუსულ ფილმს "აგვისტო. რვა" გაქირავების ლიცენზია შეუჩერა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივმა მოძრაობა "თავისუფლებამ" და ქართულმა დიასპორამ მიმართეს.
მოძრაობის წარმომდგენელთა განმარტებით, რეჟისორ ჯანიკ ფაიზიევის ფილმი ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.
ფაიზიევის ფილმის ჩვენებაზე ბაქოშიც უარი თქვეს. უარის მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ "იგი აზერბაიჯანის საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას, ხოლო საქართველოში შეშფოთებას იწვევს".
ფილმ "აგვისტო. რვას" პრემიერა რუსეთში 2012 წლის 21 თებერვალს შედგა. მასში მოქმედება 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე ვითარდება. ფილის მთავარი გმირი - მოსკოველი ქსენია საომარი მოქმედებების ზონაში შვილის საძებნად მიემგზვრება.

















