ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დღეს ღაზის სექტორს ავიადარტყმები მიაყენა, რომლის შედეგადაც 9 პალესტინელი დაიღუპა.
უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, დაღუპულთა შორისაა ექსტრემისტული ორგანიზაციის - "სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების" გენერალური მდივანი აჰმად ალ-ჰანინი.
ისრაელმა საპასუხო სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ განახორციელა, რაც ღაზას მხრიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

















