"ვლადიმერ პუტინის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში არაკანონიერია" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა.
"პუტინმა ხალხი დაამცირა.ის არ ფიქრობს რუს ხალხზე და მათ პრობლემებზე,მას ძალაუფლება სურს"-აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ტრიუმფი "პუტინიზმის" ხანის უკანასკნელი ტრიუმფი იქნება.

















