პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტუსკი აფხაზეთში მიმდინარე დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს კანონიერად არ ცნობს.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. მინისტრის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს.
"პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი მოქმედებები არ უწყობს ხელს კონფლიქტში ჩართულ მხარეთა პოზიციების დაახლოებას და შორეულს ხდის მისი გადაჭრის პერსპექტივას" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში დღეს იმართება, ამომრჩეველთა სიაში 149 622 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

















