დღეს მოსკოვში, არბატის მოედანზე აქცია ლოზუნგით -"პუტინი ჩვენი პრეზიდენტი არ არის" - გაიმართება.
საპროტესტო აქციაზე სიტყვით ოპოზიციის ლიდერები გამოვლენ, მოგვიანებით კი მათ დამკვირვებელთა ის ჯგუფი შეუერთდება, რომლებიც მიიჩნევენ რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა .
დამკვირვებლები წარმოადგენენ ასევე დარღვევების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს.
აქცია მოსკოვში პუშკინის მოედანზე 13 საათზე დაიწყება.

















