იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III ეხმურება.
როგორც მან "იზრუსთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "მესამე ძალა" საქართველოს ხელისუფლების გამოყენებით, მას, ისრაელისა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს.
"ეს წმინდა ქალაქში კონფლიქტის გაღვივების მცდელობაა, თანაც საქართველოს ხელისუფლება იმ ძალების ინსტრუმენტი გახდა, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ახარებს" - განაცხადა იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პტრიარქმა აღნიშნა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებზე მისთვის ცნობილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა. მათი ინფორმაციითვე, პატრიარქს წარმოდგენაც არ აქვს "რა მოლაპარაკებების შესახებ საუბრობენ სააკაშვილი, კალანდაძე, რურუა".
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საქართველოში თებერვლიდან საუბრობენ.

















