აფხაზეთში 10 მარტის ე.წ. არჩევნებისთვის ემზადებიან.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სოხუმს დამკირვებლები უკვე ეწვივნენ.
მათი ინფორმაციით, არჩევნებს პირადად დააკვირდება კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუს პრემიერ-მინისტრი ვილი ტელავი. სულ ე.წ. არჩევნებს 40 "საერთაშორისო დამკვირვებელი" გააკონტროლებს რუსეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ვენესუელადან, ნიკარაგუადან.
ვებ-პორტალის "აბხაზია რუ"-ს ინფორმაციით, მათ შორის იქნებიან იტალიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 35 სადეპუტატო ადგილისთვის 150 კანდიდატი იბრძვის.
ექსპერტი ბატალ კობახია თვლის, რომ ხალხისთვის დეპუტატობა საკუთარი ვიწრო ინტერესების განხორციელების საწინდარი და საპატიო წოდებაა.
"პარლამენტში შესასვლელად დაბალი ინტელექტის ადამიანები იბრძვიან, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. მათ შორის არიან ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებსაც ცნობილ კორუფციონერებად იცნობენ" - განაცხადა ექსპერტმა ინალ ხაშიგმა.

















