მოსკოვში გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები უკვე გაათავისუფლეს.
20-მდე დემონსტრანტის დაპატიმრების მიზეზი პუშკინის მოედანზე არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობა იყო.
"იტას-ტასის" ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის შენობიდან ხანგრძილივი დაკითხვების შემდეგ გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები მოძრაობა "სოლიდარნოსტის" წევრები იყვნენ.
ისინი მიმდინარე წლის 4 მარტის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ოპოზიცია ხვალ მოსკოვში მასშტაბურ აქციას გეგმავს.

















