ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ბიზნესმენი მიხეილ პროხოროვი რუსეთის ახალ მთავრობაში სამუშაოდ მიიწვიოს.
"მთავრობაში ის მოთხოვნადი პიროვნება იქნება თუ ამას თავად ისურვებს", – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, პროხოროვმა, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა.
მისივე თქმით, დღეს დიმიტრი მედვედევთან ერთად ახალი მთავრობის ფორმირების საკითხზე თათბირს გამართავს.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც გამარჯვებულად 63,60%-ით მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოცხადდა. მიხეილ პროხოროვი 7,98%-ით მესამე ადგილს იკავებს.

















