ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ტალ აფარში, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა.
მანქანა ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანთან ახლოს აფეთქდა.
პოლიციის ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაშავდა.
ტალ აფარი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და დაახლოებით 420 კმ-ითაა დაშორებული ერაყის დედაქალაქ ბაღდათიდან.

















