რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც გამარჯვებულად 63,60%-ით მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოცხადდა.
მეორე ადგილზე 17,18%-ით გენადი ზიუგანოვი, მესამეზე – მიხეილ პროხოროვი 7,98%-ით, მეოთხე ადგილზე 6,22%-ით ვლადიმერ ჟირინოვსკი, მეხუთეზე კი, 3,85%-ით სერგეი მირონოვი გავიდა.

















