მოსკოვში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს 10 მარტიდან განაახლებს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის სერგეი პარხომენკოს თქმით, აქციის გამართვასთან
დაკავშირებით, მოსკოვის მერიაში შესაბამისი განცხადება უკვე შეტანილია.
რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ პროტესტი არჩევნების მეორე დღესვე, 5 მარტს გამოხატა. ისინი შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა. მან ხმების 63,60% მიიღო.

















