რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა ამომრჩეველთა 45 602 075 ხმა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.
ამის თაობაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა გააკეთა განცხადება.
საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ბიულეტენების საბოლოო მონაცემების მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 63,60% მოიპოვა.
მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი, რომელმაც 17,18% მიიღო, მესამეზე ადგილს მიხეილ პროხოროვი იკავებს - 7,985%, მეოთხე ადგილზე ვლადიმერ ჟირინოვსკია - 6,22%,
ბოლო ადგილი კი, ხმების 3,85%-ით სერგეი მირონოვმა დაიკავა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდა.

















