გაეროს თანხმობის შემთხვევაში, საფრანგეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მზადაა.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა.
უცხოური მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის დაბომბვის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მსგავსი რადიკალური ნაბიჯი შეცდომა იქნება.
ობამამ ეს განცხადება ჯონ მაკკეინისა და სხვა რესპუბლიკელი სენატორების წინადადების კომენტირებისას გააკეთა. რესპუბლიკელები სამხედრო ჩარევის გზით, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითხოვენ.
ამჟამად, სირიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. თითქმის ერთი წელია, ქვეყნის არმიასა და ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
საომარი მოქმედებების შედეგად, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ათასობით , დევნილად იქცა.

















