ირანის საკითხთან დაკავშირებით, დღეს, ჰააგაში ტრიბუნალი იკრიბება, რომელიც ქვეყანაში 80-იან წლებში 20 ათასამდე პოლიტპატიმრის სიკვდილით შესაძლო
დასჯის გასაიდუმლოების შესახებ მტკიცებულებებს შეისწავლის.
ამასთან, ტრიბუნალის მოწვევის ინიციატორი უფლებადამცველების განცხადებით, მას არ ექნება იურიდიული ძალა, თუმცა, ისინი იმედოვნებენ, რომ მორალური ნორმების თვალსაზრისით გავლენას მოახდენენ.
უფლებადამცველები ირანის რეჟიმს ბრალს სდებენ ღამ-ღამობით დისიდენტების გატაცებაში, მათ წამებასა და ჩამოხრჩობით ან დახვრეტით მასობრივ მკვლელობებში.
ტრიბუნალის მიზანია - დაარწმუნონ ოფიციალური უწყებები მკვლელობების უკან მდგომ პირთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაში.
მას შემდეგ, რაც 1988 წელს გაერო-მ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა, რამაც ირანსა და ერაყს შორის ომს წერტილი დაუსვა, სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომენეიმ ე.წ. „სიკვდილის კომიტეტები“ შექმნა, რომლებსაც ღვთის ნებისმიერი მოწინააღმდეგის სიკვდილით დასჯის უფლება ჰქონდათ.
ირანი რომელიმე საერთაშორისო კანონის დარღვევას უარყოფს.

















