სამართალდამცავებმა ყაზანში, საცხოვრებელ ბინაში, სადაც სპეცოპერაციის შედეგად ბოევიკთა ჯგუფის ბლოკირება მოხდა, სამი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.
„რია ნოვოსტი“ რუსეთის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 3 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება.
24 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ყაზანში ბანდიტური ჯგუფის ორი წევრის ლიკვიდაცია მოხდა, დაიღუპა უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი.
გამოძიების ინფორმაციით, ლიკვიდირებული ბოევიკები თათრეთის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს მუფტიზე თავდასხმისა და მისი მოადგილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდნენ.

















