14 პაციენტი გარდაიცვალა და 72-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ტაივანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტაინანის მოხუცებულთა  საავადმყოფოში გაჩენილი 
ხანძრის შედეგად - იუწყება „ბი-ბი-სი“. 
ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ოთხსართულიან შენობაში ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა. 
საავადმყოფოს პაციენტთა უმრავლესობას მოძრაობა-გადაადგილების პრობლემა აქვს, ზოგიერთს საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომაც არ შეუძლია.
ადგილობრივ პოლიციას შენობის აალების გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს.  
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












