14 პაციენტი გარდაიცვალა და 72-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ტაივანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტაინანის მოხუცებულთა საავადმყოფოში გაჩენილი
ხანძრის შედეგად - იუწყება „ბი-ბი-სი“.
ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ოთხსართულიან შენობაში ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა.
საავადმყოფოს პაციენტთა უმრავლესობას მოძრაობა-გადაადგილების პრობლემა აქვს, ზოგიერთს საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომაც არ შეუძლია.
ადგილობრივ პოლიციას შენობის აალების გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს.

















