ოფიციალური ინფორმაციით,"დიდი რვიანის" სამიტი ჩიკაგოს ნაცვლად, ქალაქ კემპ დევიდში, აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩატარდება.
თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი "დიდი რვიანის" ლიდერებს 18-19 მაისს უმასპინძლებს.
სამიტის ფარგლებში ლიდერები ეკონომიკურ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. შემდეგ კი, ობამა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მშობლიურ ჩიკაგოში, ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.

















