იაპონიის სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარმოკიდებული სატვირთო გემიდან 64 მეზღვაური გადაარჩინეს.
ფრანც-პრესის ცნობით, კატასტროფა სატვირთო გემზე Ming Yang კუნძულ ოკინავას სანაპიროსთან მოხდა. 
გემი სენტ-ვინსენტი და გრენადინის დროსის ქვეშ ცურავდა. 
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი   ძრავის ნაწილში დეტონაცია გახდა. 
სამაშველო ოპერაციის შედეგად ევაკუირებულია გემის მთელი ეკიპაჟი, რომელიც ჩინელი მეზღვაურებისგან შედგებოდა, სამმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 
 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












