იაპონიის სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარმოკიდებული სატვირთო გემიდან 64 მეზღვაური გადაარჩინეს.
ფრანც-პრესის ცნობით, კატასტროფა სატვირთო გემზე Ming Yang კუნძულ ოკინავას სანაპიროსთან მოხდა.
გემი სენტ-ვინსენტი და გრენადინის დროსის ქვეშ ცურავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ძრავის ნაწილში დეტონაცია გახდა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად ევაკუირებულია გემის მთელი ეკიპაჟი, რომელიც ჩინელი მეზღვაურებისგან შედგებოდა, სამმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

















