Fox News-ის ინფორმაციით, კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ ინსულტი მიიღო  რის შედეგადაც  მან  გამართულად საუბრის უნარი დაკარგა. 
ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად, კასტროს  ნევროლოგიური ფუნქციები მოეშალა,  ვეღარ ცნობს ადამიანებს და აქვს კვებასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
ექიმების განცხადებით,  ასეთ მდგომარეობაში, კუბის ყოფილი ლიდერი კიდევ  მრავალი კვირა შეძლებს  სიცოცხლეს. 
ფიდელ კასტრო საზოგადოებამ ბოლოს, მიმდინარე წლის მარტში იხილა, როცა იგი კუბაში ჩასულ რომის პაპს ბენედიქტე XVI-ეს შეხვდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












