ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნების რიგში საქართველოს დაბრუნების საკითხის დასმას გეგმავს.
„დსთ-ს მომავალი წლის სამიტი, ალბათ მინსკში გაიმართება. ამიტომ, თუ მინსკი გახდება სამიტის ჩატარების ადგილი ყველანაირად ვეცდები დსთ-ში საქართველოს დაბრუნებას“ - განაცხადა ლუკასენკომ.
საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ, 2009 წელს დატოვა.

















