ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ღვარცოფის შედეგად, 18 ბავშვი დაიღუპა.
ღვარცოფმა სკოლა დაფარა, სადაც ბავშვები მეცადინეობდნენ. სტიქიამ ერთ-ერთი მეზობელი სახლიც დაანგრია. ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მიმდინარე კვირას ჩინეთის სკოლების უმეტესობაში არდადეგებია, თუმცა, იუნნანის პროვინციიდან მოშორებით მდებარე აღნიშნული სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდებოდა.
სექტემბერში ამ რაიონში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად 80 კაცი დაიღუპა.

















