მოსკოვის საპატრიარქო რუსეთის მოსახლეობის მიერ, ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს მხარს უჭერს.
"ერის უმრავლესობის არჩევანი ნათელია და ეს არჩევნები მის სიბრძნეზე, ქვეყნისა და ახლობლების ნამდვილ ზრუნვაზე მეტყველებს. ადამიანებს ესმით, როგორი ისტორიული შესაძლებლობა მიეცა რუსეთს და როგორი მარტივია მისი დაკარგვა ქვეყნის არაკეთილისმსურველების მეშვეობით", - განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
ამასთან, საპატრიარქო მოხარულია, რომ ერმა და ხელისუფლების საუკეთესო წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუგეს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ვლადიმერ პუტინი გამოაცხადა. მან ამ დროის მონაცემებით, ხმების 63,75% მიიღო.

















