ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.
CNN-ის ინფორმაციით, შეტაკება მაშინ მოხდა, როცა მომიტინგეები პოლიციის ბაზების აღებას ცდილობდნენ.
ათიათასობით მომიტინგემ ქუჩა პარასკევს დაიკავა. მომიტინგეების პროტესტი წინასწარმეტყველ მუჰამამედზე გადაღებულ ფილმს უკავშირდება, რომელიც მათი განცხადებით, მთელ ისლამურ სამყაროს შეურაცხყოფს.
პოლიციის შენობასთან შეტაკების დროს, მომიტინგეებმა შენობასა და ტრანსპორტს ცეცხლმოკიდებული ჩირაღდნები ესროლეს და შენობის მიმართულებით ერთხელ გაისროლეს კიდეც.
გუშინდელი მონაცემებით, ამერიკის დიპლომატიურ დაწესებულებებზე თავდასხმის მცდელობების გამო, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების დროს პაკისტანში 19 ადამიანი დაიღუპა.

















